თუკი საფულის პატრონს ანგარიშზე საკმარისი რაოდენობის თანხა აქვს, Living wallet-ი რეკომენდაციებსაც იძლევა და Amazon-ის ინტერნეტ-მაღაზიის ყველაზე პოპულარული პროდუქტის შესახებ ატყობინებს მფლობელს.

როგორც გერმანული გამოცემა Focus-ი წერს, ჯერჯერობით უცნობია, ჩაეშვება თუ არა თავისუფალ გაყიდვაში ”ცოცხალი” საფულე და რა შეიძლება იყოს მისი ღირებულება. " />
navigacia
...


საფულე, რომელიც გარბის და ყვირის, თუკი პატრონს მისი გამოცარიელება სურს


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

იაპონელმა ინჟინრებმა შექმნეს საფულე, რომელსაც შეუძლია რევოლუცია მოახდინოს პირადი ხარჯების განკარგვის თვალსაზრისით.

”ცოცხალი” საფულე (Living wallet) - ასე ჰქვია სპეციალურ საფულეს, რომელიც მფლობელს ზედმეტი თანხების გაფლანგვის უფლებას არ მისცემს.

როგორც საფულის შემქმნელები აღნიშნავენ, გაჯეტი დაკავშირებულია მისი მესაკუთრის მობილურ მოწყობილობაში ჩაწერილ პირადი ბიუჯეტის დამგეგმავ აპლიკაციასთან. ”ცოცხალი” საფულე აგროვებს განსაზღვრულ ინფორმაციას მისი მფლობელის მსყიდველობითი ჩვევების შესახებ, რის შემდეგაც განსაზღვრავს პატრონის მიერ მორიგი შენაძენის გაკეთების მიზანშეწონილობას.

იმ შემთხვევაში, თუკი საფულის მფლობელის თანხა იწურება, მოწყობილობაში ირთვება სპეციალური დაცვის მექანიზმები. თავდაპირველად საფულე შეეცდება ”გაექცეს” პატრონს, ხოლო თუკი მას დაიჭერენ, მოწყობილობა ”ყვირილს” იწყებს და თუ მას კვლავ არავინ მოუსმინა, დახმარებას ითხოვს. ექსტრემალურ შემთხვევაში, საფულე მობილურზე "განგაშის" მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნის.

თუკი საფულის პატრონს ანგარიშზე საკმარისი რაოდენობის თანხა აქვს, Living wallet-ი რეკომენდაციებსაც იძლევა და Amazon-ის ინტერნეტ-მაღაზიის ყველაზე პოპულარული პროდუქტის შესახებ ატყობინებს მფლობელს.

როგორც გერმანული გამოცემა Focus-ი წერს, ჯერჯერობით უცნობია, ჩაეშვება თუ არა თავისუფალ გაყიდვაში ”ცოცხალი” საფულე და რა შეიძლება იყოს მისი ღირებულება.

loading...
ADMIN 949 0 2014-11-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css