ერთ-ერთი დაზარალებული აცხადებს, რომ მისმა შვილმა თამაშში, Tap Pet Hotel-ში 2.6 ათასი დოლარი დახარჯა. თამაშის გადმოწერა ფასიანი არ არის, თუმცა ის შეიცავს სხვადასხვა ნივთების შეძენის აუცილებლობას. ამგვარად, პრობლემა წარმოშვა დაფარულმა, "თამაშის შიგნით არსებულმა" დანახარჯებმა.

ჩვეულებრივ, მშობელს სპეციალური პაროლი შეჰყავს Apple-ის სმარტფონსა თუ ტაბლეტში, რათა ბავშვმა თამაშის და აპლიკაციის გადმოწერა შეძლოს, მაგრამ მათ არ იციან, რომ "თამაშების შიდა შესყიდვებისთვის" დამატებითი ნებართვა საჭირო აღარ არის.

რამირესის თქმით, 31 მარტიდან Apple-მა უნდა შეცვალოს გადახდის სისტემა და ანგარიშის მფლობელებს ყოველი შესყიდვის შესახებ შეატყობინოს.

როგორც გამოცემა Mercury News აღნიშნავს, Apple-მა უკვე გამოთქვა მზადყოფნა დაემორჩილოს კომისიის გადაწყვეტილებას. " />
navigacia
...


Apple მშობლებს მათი შვილების მიერ თამაშებში დახარჯულ 32.5 მილიონს აუნაზღაურებს


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

კომპანია Apple-ს არასრულწლოვანი ბავშვების მიერ თამაშებსა და აპლიკაციებში დახარჯული ფულის უკან დაბრუნება მოუწევს.

აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ მიიღო. Apple ვალდებულია, არასრულწლოვნების მშობლებს კომპენსაციის სახით 32.5 მლნ დოლარი გადაუხადოს. კომისიაში აღნიშნეს, რომ მიიღეს ათასობით საჩივარი და თხოვნა მოქალაქეებისგან, იმ თანხის დაბრუნების თაობაზე, რომელიც მათმა შვილებმა iPhone-ს და iPad-ის გამოყენების დროს აპლიკაციებსა თუ თამაშებში უნებართვოდ დახარჯეს.

"არ გაქვთ უფლება მომხმარებლებს გადაახდევინოთ გადასახადი იმ აქტივობისთვის, რომელზეც მათ თანხმობა არ გაუციათ",- მიმართა კომისიის ხელმძღვანელმა, ედიტ რამირესმა კომპანიას.

ერთ-ერთი დაზარალებული აცხადებს, რომ მისმა შვილმა თამაშში, Tap Pet Hotel-ში 2.6 ათასი დოლარი დახარჯა. თამაშის გადმოწერა ფასიანი არ არის, თუმცა ის შეიცავს სხვადასხვა ნივთების შეძენის აუცილებლობას. ამგვარად, პრობლემა წარმოშვა დაფარულმა, "თამაშის შიგნით არსებულმა" დანახარჯებმა.

ჩვეულებრივ, მშობელს სპეციალური პაროლი შეჰყავს Apple-ის სმარტფონსა თუ ტაბლეტში, რათა ბავშვმა თამაშის და აპლიკაციის გადმოწერა შეძლოს, მაგრამ მათ არ იციან, რომ "თამაშების შიდა შესყიდვებისთვის" დამატებითი ნებართვა საჭირო აღარ არის.

რამირესის თქმით, 31 მარტიდან Apple-მა უნდა შეცვალოს გადახდის სისტემა და ანგარიშის მფლობელებს ყოველი შესყიდვის შესახებ შეატყობინოს.

როგორც გამოცემა Mercury News აღნიშნავს, Apple-მა უკვე გამოთქვა მზადყოფნა დაემორჩილოს კომისიის გადაწყვეტილებას.

loading...
ADMIN 916 0 2014-11-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css