navigacia
...


ანტივირუსი McAfee არსებობას შეწყვეტს


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

კომპანია Intel-მა განაცხადა, რომ მისი კუთვნილი ანტივირუსის შემქმნელი კომპანია McAfee, ბრენდ McAfee-ს გამოყენებაზე უარს იტყვის. ბრენდს სახელი შეეცვლება და Intel-ისა და McAfee-ს კომპიუტერული უსაფრთხოების ყველა პროდუქტი Intel Security-ს სახელით გამოვა. ამის შესახებ The Next Web იუწყება.

ამასთან, McAfee-ს წითელი ფერის ლოგოტიპის მომავალშიც იქნება გამოყენებული. კომპანიის გათვლებით, რებრენდინგს დაახლოებით 1 წელი დასჭირდება. მიუხედავად ძველ ბრენდზე უარის თქმისა, McAfee Intel-ის შვილობილი კომპანიის სტატუსით არსებობას გააგრძელებს.

Intel-მა ასევე განაცხადა, რომ 2014 წელს უფასოს გახდის McAfee-ს ზოგიერთ პროდუქტს მობილური მოწყობილობებისთვის, მათ შორის iOS -ის და ანდროიდის ბაზაზე მომუშავე სმარტფონების და პლანშეტებისთვის.

McAfee 1987 წელს პროგრამისტმა ჯონ მაკაფიმ (John McAfee) დააარსა. მან კომპანია 1994 წელს დატოვა, ხოლო 2010 წელს ის 7.68 მლრდ დოლარად Intel-მა იყიდა.

BBC News-თან ინტერვიუში მაკაფიმ განაცხადა, რომ ის სრულიად ეთანხმება სახელის შეცვლის გადაწყვეტილებას.

”მე Intel-ის სამუდამოდ მადლიერი ვიქნები, რომ ამიერიდან ჩემი სახელი აღარ იქნება ასოცირებული პლანეტის ყველაზე ცუდ ანტივირუსულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან”,- განაცხადა მაკაფიმ.

loading...
ADMIN 1003 0 2014-11-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css