თუკი Microsoft ამ საკითხს დადებითად გადაწყვეტს, ეს, სავარაუდოდ, ძალიან გაახარებს Windows Phone-ის მომხმარებლებს (Nokia Lumia, HTC-ის ზოგიერთი მოდელი და ა.შ.).

თუმცა, საკითხის განხილვა მხოლოდ ახლა დაიწყო და კომპანიაში გეგმასთან დაკავშირებით აზრი ორად არის გაყოფილი. Microsoft-ის ტოპ-მენეჯმენტის ნაწილს მიაჩნია, რომ გეგმის განხორციელება მომხმარებელს მიიზიდავს Windows-ის პლატფორმებზე, სხვები კი ფიქრობენ, რომ ეს მას იმიჯს შეუცვლის.

აღსანიშნავია, რომ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაშიც, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება Windows-ზე ანდროიდის აპლიკაციების გამოჩენისა. კომპიუტერული პროგრამების შემქმნელი BlueStacks შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, ანდროიდის აპლიკაციები გაუშვან Windows მოწყობილობებზე, მათ შორის Microsoft's Surface Pro-ზეც.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ Windows-ისა და ანდროიდის სამომავლო ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია იმის ფონზე ვრცელდება, როცა ცნობილია, რომ ამ თვის ბოლოსთვის, ბარსელონაში, Mobile World Congress-ზე Nokia საკუთარ ანდროიდ მოწყობილობას წარადგენს. დაბალფასიანი სმარტფონი განვითარებად ბაზებზე იქნება გათვლილი.

Nokia-მ, მას შემდეგ, რაც ის Microsoft-მა შეიძინა, საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე უარი თქვა და ექსკლუზიურად Windows-ის სისტემაზე მუშაობს. " />
navigacia
...


ანდროიდის აპლიკაციები მალე შეიძლება, Windows-ზე გახდეს ხელმისაწვდომი


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

Microsoft ცდილობს, გაზარდოს ინტერესი მისი კომპიუტერული და მობილური პლატფორმების მიმართ და ამისათვის განიხილავს საკითხს, დაუშვას თუ არა ანდროიდის აპლიკაციები Windows-ის სისტემაზე.

Microsoft-ის გეგმების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, The Verge იუწყება, რომ კომპანიაში სერიოზული განხილვა მიმდინარეობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, Microsoft-ში ფიქრობენ, მისცენ თუ არა Windows-ის მომხმარებლებს საშუალება, ჩამოტვირთონ აპლიკაციები მესამე მხარის მიერ მართვადი ე.წ. "სთორიდან". დღემდე Windows-ის მომხმარებლებს ამის შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ.

თუკი Microsoft ამ საკითხს დადებითად გადაწყვეტს, ეს, სავარაუდოდ, ძალიან გაახარებს Windows Phone-ის მომხმარებლებს (Nokia Lumia, HTC-ის ზოგიერთი მოდელი და ა.შ.).

თუმცა, საკითხის განხილვა მხოლოდ ახლა დაიწყო და კომპანიაში გეგმასთან დაკავშირებით აზრი ორად არის გაყოფილი. Microsoft-ის ტოპ-მენეჯმენტის ნაწილს მიაჩნია, რომ გეგმის განხორციელება მომხმარებელს მიიზიდავს Windows-ის პლატფორმებზე, სხვები კი ფიქრობენ, რომ ეს მას იმიჯს შეუცვლის.

აღსანიშნავია, რომ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაშიც, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება Windows-ზე ანდროიდის აპლიკაციების გამოჩენისა. კომპიუტერული პროგრამების შემქმნელი BlueStacks შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, ანდროიდის აპლიკაციები გაუშვან Windows მოწყობილობებზე, მათ შორის Microsoft's Surface Pro-ზეც.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ Windows-ისა და ანდროიდის სამომავლო ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია იმის ფონზე ვრცელდება, როცა ცნობილია, რომ ამ თვის ბოლოსთვის, ბარსელონაში, Mobile World Congress-ზე Nokia საკუთარ ანდროიდ მოწყობილობას წარადგენს. დაბალფასიანი სმარტფონი განვითარებად ბაზებზე იქნება გათვლილი.

Nokia-მ, მას შემდეგ, რაც ის Microsoft-მა შეიძინა, საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე უარი თქვა და ექსკლუზიურად Windows-ის სისტემაზე მუშაობს.

loading...
ADMIN 1254 0 2014-11-05
5.0/5 из 1

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css