navigacia
...


ტიერი ანრი ბრიტანული ტელევიზიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ექსპერტი იქნება


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, თავისი დროის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი, ტიერი ანრი, რომელმაც საფეხბურთო კარიერას წერტილი დაუსვა, ბრიტანულ Sky Sports-ზე საფეხბურთო ექსპერტად მუშაობას აგრძელებს.

ტელევიზიაში მისი წასვლის შესახებ გუშინაც ვწერდით, დღეს კი ირკვევა, რომ 37 წლის ტიერი ანრი Sky Sports-ის ლონდონის ოფისში მუშაობას 2015 წლიდან შეუდგება. შეთანხმება 6 წელიწადს ითვალისწინებს, გასამრჯელო კი წელიწადში 4 მილიონ გირვანქა სტერლინგს. ანუ საკმარისად იმაზე ბევრს, ვიდრე ზოგიერთ მოქმედ ფეხბურთელს აქვს.

20-წლიანი კარიერის განმავლობაში ტიერი ანრი თამაშობდა ”მონაკოში”, ”იუვენტუსში”, ”არსენალში”, ”ბარსელონაში” და ბოლოს ”ნიუ იორკ რედ ბულსში”, რომლის რიგებშიც 122 მატჩი და 51 გოლი გაიტანა.

დეკემბრის დასაწყისში 37 წლის ფეხბურთელმა MLS-ის ფლეი ოფიდან ნიუიორკული კლუბის გავარდნის შემდეგ ტიერი ანრიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

ანრიმ ”მონაკოს” რიგებში საფრანგეთის ჩემპიონობა მოიპოვა (1997), ლონდონის ”არსენალთან” ინგლისის ჩემპიონობა ორჯერ - 2002, 2004 წლებში იზეიმა, ”ბარსელონასთან” ერთად 2009, 2010 წელს ესპანეთის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის (2009) გამარჯვებული გახდა.

საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 1998 მსოფლიო 2000 წელს კი ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.

loading...
ADMIN 908 0 2014-12-17
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css