navigacia
...


კობიმ ჯორდანს გადაასწრო


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

გამთენიისას ოკეანის გადაღმა “მინესოტა ტიმბერვულვზის” დარბაზ “თარგეთ ცენტრში” ისტორიული ფაქტი მოხდა. კობი ბრაიანტმა NBA-ში დაგროვილი ქულებით მაიკლ ჯორდანს გადაასწრო. “ლეიკერსმა” “მინესოტა” 100:94 დაამარცხა. ამ მატჩამდე ბრაინტს 9 ქულა აკლდა, რომ ჯორდანისთვის გადაესწრო. აღნიშნულ დაპირისპირებაში კობიმ 26 ქულა ჩააგდო, ქულათა მარაგი 32 310-მდე გაზარდა და NBA-ის ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის, მესამე ადგილზე გადაინაცვლა. “მინესოტასთან” მატჩში, როცა კობიმ მე-9 ქულა ჩააგდო, მეცხრე ქულის მომპოვებელი ბურთი “შავი მამბას” საკუთრება გახდა.
“ეს დიდი პატივია ჩემთვის. ჯორდანმა დიდი წვლილი შეიტანა ჩემს კარიერასა და წარმატებაში, ის ყოველთვის მზადაა მომცეს რჩევა. ჩვენი ურთიერთობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ახლა ბედნიერი ვარ, მაგრამ ვერ ვხვდები როგორ უნდა დავეწიო კარლ მელოუნს და ქარიმ აბდულ-ჯაბარს”, - ბრაიანტის სიტყვებს ESPN-ი ციტირებს.
კობის დებიუტი NBA-ში 1996 წელს შედგა სწორედ “მინესოტას” წინააღმდეგ, მაშინ ბრაიანტი 18 წლის გახლდათ. კობიმ პარკეტზე 6 წუთი დაჰყო და ვერც ერთი ქულა ვერ შესძინა გუნდს.
გთავაზობთ NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეთა ათეულს (ESPN-ის სტატისტიკა 15 დეკემბრის მონაცემებით.
ქარიმ აბდულ-ჯაბარი 38 387
ქულაკარლ მელოუნი 36 928
კობი ბრაიანტი 32 310
მაიკლ ჯორდანი 31 419
უილტ ჩემბერლენი 31 419
შაკილ ონილი 28 596
მოუზის მელოუნი 27 409
ელვინ ჰეიესი 27 313
დირკ ნოვიცკი 27 223
ჰაკიმ ოლაჯუვონი 26 946

loading...
ADMIN 1048 0 2014-12-15
5.0/5 из 1

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css