navigacia
...


ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება


გერმანიის ქალაქ მიუნხენში დასრულდა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, რომელიც პირველ კალათაში იყო განთესილი F ჯგუფში მოხვდა. ჩვენი ნაკრების მეტოქეები იქნებიან მონტენეგრო, სლოვაკეთი და ალბანეთი.

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე უკვე გასულია 13 გუნდი: ისრაელი, თურქეთი, რუმინეთი, ფინეთი (ევრობასკეტის მასპინძლები), ესპანეთი, ლიტვა (ევრობასკეტის ფინალისტები და ოლიმპიადის მონაწილენი), საფრანგეთი, იტალია, სერბეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი, ლატვია, ხორვატია (ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილენი). შესაბამისად, ევრობასკეტის 24 საგზურიდან გასათამაშებელი დარჩა 11, რომლისთვისაც სწორედ ის 27 გუნდი იბრძოლებს, რომლებიც მიუნხენში გამართული კენჭისყრის შედეგად 7 ჯგუფში გადანაწილდა.

ევროპის ჩემპიონატის საგზურს აღნიშნული ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, რომლებსაც 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი დაემატება. რაკი 1 ჯგუფში დანარჩენებისგან განსხვავებით 3 გუნდია, საუკეთესო მეორეადგილოსანი შემდეგი პრინციპით გამოვლინდება: 4-გუნდიანი ჯგუფების მეორეადგილოსნებს ჩამოეჭრებათ ჯგუფში ბოლო, მე-4 ადგილზე გასულ გუნდებთან ნაჩვენები შედეგები და ამ შედეგებით გამოვლინდება 4 საუკეთესო.

loading...
ADMIN 1042 0 2016-01-24
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css