navigacia
...


როგორ მოვიშოროთ შავი წერტილები სახეზე - ნიღბები


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ალბათ ძნელი მოსაძებნი იქნება ისეთი ადამიანი, გარდატეხის ასაკში სახეზე გაჩენილი გამონაყრისა და, კიდევ უფრო მეტად, საზიზღარი, შავი წერტილებისკენ რომ არ გაქცევია ხელი. გგონია, რომ ერთი ”ხელის მოსმით” მოიშორებ და გაქრება... მერე კი, დროთა განმავლობაში ხვდები, რომ ასე ადვილადაც არ არის საქმე.

შავ წერტილებს ებრძვიან: მათ წინააღმდეგ ეთერზეთებსაც იყენებენ, მაგრამ დღეს ხალხურ რეცეპტებზე გავამახვილებთ ყურადღებას. მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინება, რომ ეს ნიღბები კვირაში მხოლოდ ერთხელ უნდა გაიკეთოთ.

ბალახის ნიღაბი
• 2 ს.კ. აფთიაქის გვირილა,
• 1 ჩ.კ.ლიმონის წვენი,
• 1 ჩ.კ. ჭვავის ფქვილი.

გვირილის ყვავილებს იმ რაოდენობის მდუღარე წყალი დავასხათ, რომ ფაფასებური მასა მივიღოთ. დავამატოთ ჭვავის ფქვილი და ლიმონის წვენი, ყველაფერს კარგად მოვურიოთ და ცხელი სახით დავიდოთ სახის კანზე 20 წუთით, შემდეგ კი ჩამოვიბანოთ ნელ-თბილი წყლით. პროცედურის შემდეგ წავისვათ დამატენიანელებელი ნელსაცხებელი.

პომიდვრის ნიღაბი
• 1 წითელი, მწიფე პომიდორი,
• 1 ს.კ. შვრიის ფქვილი,
• 1 კვერცხის გული.

პომიდვრის წვენს შევურიოთ შვრიის ფქვილი, დავამატოთ კვერცხის გული, მოვურიოთ და ერთგვაროვანი მასა დავიდოთ სახეზე. ნიღაბი გაშრობამდე გავიჩეროთ ( 25 -30 წთ.), შემდეგ კი ჩამოვიბანოთ ნელ-თბილი წყლით. პროცედურის შემდეგ წავისვათ დამატენიანელებელი ნელსაცხებელი.

რძის ნიღაბი (1)
• 50 მლ. ადუღებული რძე,
• 1 ს.კ. შვრიის ფქვილი,
• 2 ჩ. კ. გვირილის ძლიერი ნაყენი.

მდუღარე რძეში ჩავყაროთ შვრიის ფქვილი, სქელ კონსისტენციამდე. გადმოვიღოთ ცეცხლიდან და გავაზავოთ გვირილის ნაყენით. ცხლად დაბიდოთ სახეზე, ფრთხილად, რომ არ დავიწვათ (20 -25 წთ.). ჩამოვიბანოთ თბილი, მერე კი გრილი წყლით. პროცედურის შემდეგ წავისვათ დამატენიანელებელი ნელსაცხებელი.

რძის ნიღაბი (2)
• 1 ს.კ. შვრიის ფქვილი,
• 50 მლ. ცხელი რძე,
• 1 ჩ.კ. საკვები სოდა.

სოდა გავხსნათ ცხელ რძეში, ამ რძეში დავმდუღროთ ფქვილი. თბილი ფაფა დავიდოთ კანზე 25 -30 წუთით. შემდეგ, დოლბანდი სახეზე წრიულად ამოძრავეთ, ეს გაასუფთავებს კანს. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის შემდეგ წავისვათ დამატენიანელებელი ნელსაცხებელი.

თეთრი თიხის ნიღაბი
• 1 ჩ.კ. მაგნეზია,
• 1 ჩ.კ. თეთრი თიხა,
• 1 ჩ.კ. ბრინჯის კრახმალი,
• 1 ჩ.კ. ბორის მჟავა (ფხვნილად),
• 1 ჩ.კ. მწვარი შაბი.

ყველა კომპონენტი შევრუიოთ და შუშის ქილაში მოვათავსოთ. ეს რაოდენობა 3 პროცედურისთვის იკმარებს.

ერთი ნიღბისთვის ვიღებთ 1 ჩ.კ. გამზადებულ ნარევს, გავაზავებთ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით არაჟნისებურ კონსისტენციამდე. ფუნჯით წავისვათ, მოვარიდოთ თვალების გარშემო სივრცეს. როცა გაშრება დოლბანდით დავიფერთხოთ და გრილი წყლით ჩამოვიბანოთ. წავისვათ დამატენიანელებელი ნელსაცხებელი.

ნიღბების გარდა, სახის გაწმენდაც აუცილებელია. კარგი იქნება, თუ ნიღბამდე სახეს დაიორთქლავთ.

loading...
ADMIN 1551 0 2015-12-11
5.0/5 из 2

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css