navigacia
...


როგორ დავამარცხოთ სტრესი სპორტით. მიზეზები თუ რატომ ღირს ვარჯიში მიუხედავად ყველაფრისა


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

"როდესაც მეუბნებიან, რომ ბედნიერი ვარ, მათ არც კი წარმოუდგენიათ თუ რამდენს ვმუშაობ ამისთვის." მხოლოდ ადამიანზე დამოკიდებული თუ როგორ გრძნობს ის თავს. ეს მოსაზრება ამტკიცებს იმას, რომ ადამიანი თვითონ არის პასუხისმებელი იმაზე თუ რაც ემართება მას ცხოვრებაში. არსებობენ ადამიანიები რომლებსაც მუდმიდი სტრესი და ნერვიულობა ცხოვრების ჩვეულ წესად ექცად და უჭირთ მასთან გამკლავება. ზოგი ნებდება კიდეც და ხანგრლივი დეპრესიის შემდეგ სუიციდისკენ აქვს მიდრეკილება. სტრესის და დეპრესიის დამარცხება კი შეიძლება წყლის პროცედურების, ფიზიკური ვარჯიშის და ძილის რეგულაციის საშუალებით. ცხოვრების ჯანსაღი წესი იწვევს დეპრესიისგან გათავისუფლებას.

1ჰორმონები

რიგ შემთხვევებში შესაძლოა სიტუაცია იყოს გართულებული, მაგალითად დეპრესია შეიძლება წამოიქმნას არა ხანგრძლივი სტრესის გამო, არამედ გამომწვევი იყოს ჰორმონალური დისბალანსი, კერძოდ დოფამინის და სეროტონინის ნაკლებობა. ეს ნივთიერებები ორგანიზმში გამომუშავდება მცირე რაოდენობით. ბევრისთვის ასეთ სიტუაციაში გამოსავალია მთელი ცხოვრება სპეციალური მედიკამენტების - ანტიდეპრესანტების მიღება. წამლებს კი აქვთ უკუჩვენება, წონის მომატება, გვრის ძილს და ადუნებს ადამიანს. წამლების გარდა არსებობს მეორე გამოსავალიც. 30 წუთი სირბილის დროს ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ენდორფინებს, რათა მოხდეს კრიტიკული დეპრესიული ფონის დაძლევა წამლების გარეშე. სპორტი აუცილებელა ხასიათის გამოსაკეთებლად და თვითშეგრძნების გასაუმჯობესებლად. ინტენსიური ვარჯიშების შემდეგ ბედნიერების ჰორმონი ენდოფრინი გამოიყოფა დიდი რაოდენობით. ამის მექანიზმი კი მარტივია, როცა კუნთები დათვირთულია, ისინი იჭიმება და განიცდიან ტკივილს, ამ ტკივილისისას ორგანიზმი გამოიმუშავებს ადრენალინს. იმისათვის რომ არ მოხდეს ადრენალინური შოკი, ორგანიზმში ჩნდება ენდორფინი. ეს უკანასკნელი კი ადუნებს, გვრის სიმშვიდეს. ეს ყველაფერი მიღწევადია 30 წუთი ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შედეგად.

1ფსიქიკა

ჰორმონალური სისტემა მართავს ადამიანს, მაგრამ არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარას შეუძლია გამოიწვიოს დეპრესიული მდგომარეობა, ან პირიქით, დაეხმაროს მასთან ბრძოლაში. სპორტი აძლიერებს ადამიანის ნებისყოფას, მატებს თვითშეფასებას, რის შედეგადაც ადამიანი ხდება დარწმუნებული საკუთარ თავში. ამ დროს ის ფიქრობს, რომ შეუძლია საკუთარი ემოციური მდგომარეობის კონტროლი. ზუსტად ეს თვისება აკლია ბევრ დეპრესიის მსხვერპლს. მათ არ ჯერათ საკუთარი თავის, უბრალოდ არ აფასებენ შესაძლებლობებს, არც იმისი სწამთ, რომ შეუძლიათ რამის შეცვლა ცხოვრებაში. როცა ამარცხებთ საკუთარ თავს სპორტში, ამით მარცხდება ნეგატიური ემოციები და ფიქრები. ნებისყოფის ძალა - ეს არის უზარმაზარი ძალა რისი საშუალებითაც ადამიანის წარმოუდგენელი რამის მიღწევა შეუძლია.

1ფიზიკური ჯანმრთელობა

ადამიანები რომლებიც დაკავებულები არიან სპორტით, ისინი იწყებენ საკუთარი სხეულის შეყვარებას და გრძნობენ მას ბოლომდე. ის ხომ არის იდეალური მანქანა, რომელიც მუშაობს ისე როგორც მის პატრონს სურს? სპორტი ჭრის ბევრ პრობლემას რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან. პირველ რიგში ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს თვითშეგრძნებას. ფიზიკური ვარჯიშების გამო ადამიანს უწევს ისუნთქოს ღრმად, ამის საშუალებით კი ჟანბადი აქტიურად ხვდება ორგანიზმში და მარაგდება სისხლი. ღრმა სუნთქვა ეხმარება ადამიანს ნერვული დაძაბულობისგან გათავისუფლებაში, ამ დროს კი დეპრესია უბრალოდ სადღაც ქრება და იკარგება, ხოლო ის სასიამოვნო შეგრძნება კი რაც ვარჯიშს და სწორ სუნთქვას მოაქვს თან ხანგრძლივად რჩება. აქედან გამომდინარე საჭიროა შემდეგი დასკვნების გამოტანა, თუ ბევრი პრობლემები დაგიგროვდათ პირადში და ასევე სამსახურში, ტავს ვერ გრძნობთ კარგად, ეს კი უარესდება და თვლით რომ დრო არ გაქვთ საკუტარი ტავისთვის, აუცილებლად დაიწყეთ ვარჯიში და შექმენით პირადი რეჟიმი, ზუსტად ეს დაგეხმარებათ თქვენ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაჭრაში. გაუზიარეთ მეგობრებს ეს ინსტრუქცია, რადგან კონკრეტულად იცოდნენ თუ რას ცვლილებებს იწვევს სისტემატური ვარჯიში ორგანიზმში.

loading...
ADMIN 1455 0 2016-10-16
5.0/5 из 1

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css