navigacia
...


მხოლოდ ქალბატონებისთვის - ის, რაც არასოდეს გადის მოდიდან


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

მოდის სამყაროში არსებობს ცნება მარადიული კლასიკა და ამის ნათელი მაგალითი პატარა შავი კაბა, წითელი პომადა, ვიწროქუსლიანი ფეხსაცმელი და მარგალიტის მძივია. თუმცა ეს არ გახლავთ იმ ნივთების სრული სია, რომლებიც მუდმივად სტილური და აქტუალურია. ცხადია, ცნება ''მარადიული კლასიკა'' არა მარტო სამოსს, მაკიაჟსა და ვარცხნილობასაც გულისხმობს. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს მოდის უკანასკნელ ტენდენციებს, არის რაღაცები, რაც ყოველთვის გამოგადგებათ. 1. 1960-იანი წლების მაკიაჟი - უფრო ზუსტად, კოსმეტიკური ფანქრით გამოკვეთილი თვალები, როგორც ეს ჰოლივუდის ძველი ფილმების მონაწილე ქალბატონებს აქვთ, თანაც ასე დახატულ თვალებს ერთდროულად უხდება როგორც ნეიტრალური, ისე მკვეთრი ფერების პომადები. დაიხატეთ თვალის ისრები და შავი ჩრდილი ისე გადაისვით ზუსტად ხაზზე, რომ ქუთუთოზე კვალი არ დარჩეს. 2. მაკიაჟის სტილი Smoky eyes - დიდი ხანია კლასიკად იქცა. ადრე ამისთვის შავსა და ნაცრისფერ ჩრდილებს იყენებდნენ, ახლა კი ნებისმიერი ფერით შეიძლება მისი გაკეთება. 3. წითელი პომადა - მას ხორცშესხმულ ცდუნებას უწოდებენ. ახლა წითელი პომადის წასმა შეიძლება დღისითაც და საღამოსაც. გაითვალისწინეთ, წითელი პომადის გამოყენებისას თვალების მაკიაჟი ნაკლებად გამოკვეთილი უნდა იყოს. 4. ნეიტრალური მაკიაჟი - ის ბუნებრივ იერს აძლევს სახეს, ბუნებრივ სილამაზეზე კი მოდა და დრო არ მოქმედებს. ის დღის მაკიაჟის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. ასეთი მაკიაჟის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია კანის იდეალური სიგლუვე, რომელსაც ოდნავ ფერსა და ტუშს დაამატებთ. 5. ფუმფულა ტუჩები - გლუვი, მგრძნობიარე და სექსუალური ტუჩები სუპერპოპულარულია, ამას ანჯელინა ჯოლის წარმატებაც მოწმობს. ამგვარი ეფექტის მისაღებად რეგულარულად გამოიყენეთ მკვებავი ბალზამი. ვიზიუალურად მოცულობის გაზრდა ''ბლესკის'' დახმარებით შეიძლება. 6. ტალღოვანი თმა - ესეც წარსულის გამოძახილია, მაგრამ თუ გასული საუკუნის დასაწყისსა და შუა პერიოდში ტალღოვანი თმა დალაგებული და მოწესრიგებული იყო, ახლა ასეთი ვარცხნილობა გაცილებით თავისუფალი და დაუდევარია. ამგვარი ვარცხნილობის მიღება მარტივად შეიძლება. ძილის წინ თმის კულულები ნაჭერზე დაახვიეთ, დილით გაიშალეთ, თმის სპრეი შეისხით და ვარცხნილობაც მზადაა. 7. ვარცხნილობა ''ბობი'' - სექსუალური, ახალგაზრდული და მუდმივად ახალია. მისი სახესხვაობები ყოველგვარ ფანტაზიას სცილდება, ეს კი საშუალებას იძლევა ყოველ ჯერზე ახლებურად გამოიყურებოდეთ. 8. ულტრამოკლე ვარცხნილობა - სტილური და ცოტა აგრესიულიცაა. მოკლედ, ზემოხსენებული მიმართულებები მუდმივად მოდურია.

loading...
ADMIN 1204 0 2014-03-13
5.0/5 из 1

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css