navigacia
...


4 პრინციპი, რომელიც უნდა დაიცვათ ნებისმიერ დიეტასთან ერთად


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

დღეისთვის უკვე არსებობს უამრავი დიეტა და ყველა მათგანი წონაში კლებისთვის, განსხვავებულ რაციონს და პრინციპებს გვთავაზობს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იდეალური დიეტა არ არსებობს. ყველა მათგანს აქვს რაღაც ნაკლი. ზოგის მიხედვით გეკრძალებათ ცილების მიღება, ზოგიც ნახშირწყლების მიღებას გიკრძალავთ. მათ გარეშე კი ორგანიზმი სრულფასოვნად ვერ ფუნქციონირებს. გასაკვირი არაა, რომ დროის გასვლის შემდეგ, დაკარგული კილოგრამები ბრუნდებიან და ამას ჯანმრთელობის გაუარესებაც მოჰყვება. რა არის საჭირო იმისთვის, რომ „სწორად“ დაიკლოთ წონაში და ამასთან არ გაიუარესოთ ჯანმრთელობა? წესი №1: დაარღვიე ჩვევები დიეტოლოგების თქმით, თუ ადამიანს აწუხებს ზედმეტი 5-6 კილოგრამი, მას დამოუკიდებლად შეუძლია პრობლემის მოგვარება. თუმცა არ იფიქროთ, რომ არ მოგიწევთ საკვებ რაციონში რაიმეს, ან სპორტისადმი დამოკიდებულების შეცვლა. გახდომისთვის, აუცილებელია, რომ კვების კონკრეტული სქემა დაიცვათ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ დღის განმავლობაში ადამიანმა საკვები პატარა პორციებით, 5-6ჯერ უნდა მიიღოს. საღამოს 6 საათის შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ ბოსტნეული. საღამოს თავი შეიკავეთ ხილის მირთმევისგან. გარდა ამისა, დიეტოლოგები ყველას ურჩევენ დღეში მინიმუმ 1.5 ლიტრი წყლის მიღებას. წესი №2: ზოგჯერ საჭიროა დახმარება თუ წონაში 20კგ-ით მოიმატეთ, ეს ვნებს არა მხოლოდ თქვენს ვიზუალს, არამედ ორგანოებს. ამიტომ აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. აუცილებლად უნდა დადგინდეს ზედმეტი წონის გამომწვევი მიზეზები. ამის დადგენა მხოლოდ დიეტოლოგს ძალუძს. პაციენტს ენიშნება რამდენიმე სახის ანალიზი (შარდის, სისხლის, ქოლესტერინის და შაქრის შემცველობის და სხვ.). მიღებული შედეგების გათვალისწინებით, ექიმი ადგენს რაციონს და ნიშნავს შესაბამის დიეტას. სპეციალურად შერჩეული დიეტის მკაცრად დაცვა, თვეში 7-10 კილოგრამის დაკლებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა ეს დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. წესი №3: დიეტა – ეს ცხოვრების წესია დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ პაციენტის კვების რაციონის ყველა ელემენტი ისე უნდა შეირჩეს, რომ დიეტა ცხოვრების წესად იქცეს. ერთჯერადი „აქცია“ სასურველ ეფექტს ვერ მოგცემთ. ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ეს კვების სისტემაა, რომელიც რეგულარულად უნდა დაიცვას. სწორედ ამაშია ადამიანების მთავარი შეცდომა: ისინი ფიქრობენ, რომ დიეტის ერთხელ დაცვა, 10 კგ-ის დაკლებაში ერთხელ და სამუდამოდ დაეხმარებათ. თუ დიეტის შემდეგ ცხოვრების და კვების ძველ რეჟიმს დაუბრუნდებით, ალბათობა იმისა, რომ კვლავ მოიმატებთ იმდენივეს – დიდია. ალბათობა იმისა, რომ დაკლებულ კილოგრამებზე ორმაგად უფრო მეტს მოიმატებთ – კიდევ უფრო დიდი. წესი №4: არ დაივიწყოთ სპორტი ყველა ექიმი ერთხმად აცხადებს, რომ ზედმეტ წონასთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდი სპორტია. იარეთ სპორტდარბაზში, დაკავდით ფიტნესით, აერობიკით. იარეთ ბევრი. თუმცა ზედმეტი არც აქ უნდა მოგივიდეთ. დაიმახსოვრეთ – წონაში კლების დროს, ყველაფერში უნდა დაიცვათ ოქროს შუალედი.

loading...
ADMIN 1148 0 2014-02-12
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css