navigacia
...


შიშველმა ოფიციანტებმა რესტორანი გაკოტრებისგან იხსნეს


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ესპანური კატალონიის ქალაქ ტარაგონში მდებარეობს რესტორანი „ერიკ II“, რომელმაც ორიგინალური ხერხი მოიფიქრა ბიზნესის წარმატებისთვის. მას მერე, რაც ოფიციანტებმა შიშვლად დაიწყეს სტუმრების მომსახურება, ბიზნესი აშკარად წინ წავიდა. თუმცა დაწესებულება სამართალდამცველთა ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდა, რადგან მას მერე, რაც რესტორანში მიმდინარე მოვლენები ტელევიზიით უჩვენეს, ქალთა უფლებების დამცველებმა ამოიღეს ხმა. მათ პოლიციაშიც შეიტანეს სარჩელი და ცდილობენ, რესტორნის მიმტანი ქალბატონები „დაიცვან“. მათი მტკიცებით, რესტორნის ხელმძღვანელობამ ისარგებლა შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობით და ოფიციანტებს აიძულა, გაეხადათ და ისე ემუშავათ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაოს დაკარგვით დაემუქრა. თვით რესტორნის მფლობელი ლოლი კარილიო კი ამბობს, რომ სწორედ ეკონომიკურმა კრიზისმა აიძულა, მსგავსი ზომებისთვის მიემართა, რათა კლიენტები მიეზიდა. თანაც, მისი თქმით, ოფიციანტებმა თავად შესთავაზეს ამგვარი „გამოსავალი“. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ საცვლებში გამოწყობილი ოფიციანტები კლიენტებს კვირის გარკვეულ დღეებში ემსახურებიან, დანარჩენ დღეებში კი სხვა კოსტიუმები აცვიათ. მაგალითად, ერთ დღეს ფუტკრის ფორმებით დადიან, მეორე დღეს, შეიძლება, ვამპირები იყვნენ და ა.შ.

loading...
ADMIN 1005 0 2014-03-16
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css