navigacia
...


როგორ მოხვდა ვლადიმერ პუტინი ნობელის პრემიაზე წარდგენილ კანდიდატთა შორის ?


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დარგში 2014 წლის ნობელის პრემიაზე წარდგენილ კანდიდატთა შორისაა ნომინირებული. ზოგიერთი დარგში, მაგალითად, მეცნიერებაში, მედიცინასა და ეკონომიკაში კანდიდატები პროფესიული და აკადემიური ორგანიზაციების მიერ სახელდებიან. თუმცა, მშვიდობის დარგში პრემიის კანდიდატები ნებისმიერი "კვალიფიციური წარმდგენისს" მიერ მიიღება. ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო მოხელე, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ან პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი. არსებობს მხოლოდ ერთი შეზღუდვა - არ შეიძლება საკუთარი თავის ნომინირება. ვლადიმერ პუტინის შემთხვევაში, მისი კანდიდატად დასახელება მოხდა რუსული უფლებადამცველი ორგანიზაციის „International Academy of Spiritual Unity and Cooperation of Peoples of the World" მიერ. აღნიშნულმა ორგანიზაციამ პუტინი მის მიერ გაწეული შუამდგომლობისათვის წარადგინა, რომლის დახმარებითად ქიმიური იარაღის გამოყენებისათვის სირიის მთავრობის არასაომარი გზით დასჯის გადაწყვეტილების მიღება მოხერხდა. ორგანიზაციამ თავისი გადაწყვეტილება იმ არგუმენტით ახსნა, რომ 2009 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღების მიუხედავად, ბარაკ ობამა 2013 წელს სირიაზე თავდასხმით იმუქრებოდა, მაშინ როდესაც პუტინმა მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმოება შეძლო, რითაც თავიდან იქნა აცილებული სამხედრო ინტერვენცია. პუტინის წარდგენის ამბავი საჯაროდ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც წარმდგენმა ორგანიზაციამ თავისი რეკომენდაციის წერილი გაასაჯაროვა. წარდგენილი 278 კანდიდატის სრული სია კი შემდგომი 50 წლის მანძილზე არ გასაჯაროვდება. შემდგომი რამდენიმე თვის მანძილზე ნობელის კომიტეტი კანდიდატთა სიას ჯერ 40-მდე ხოლო საბოლოოდ კი ათამდე შეამცირებს. კომიტეტის წევრების გარდა არავის ეცოდინება თუ რამდენ ხანს დარჩება პუტინი კანდიდატებს შორის. ნომინანტთა საბოლოო სიის შერჩევის შემდეგ კი კომიტეტმა ერთსულოვანი არჩევანი უნდა გააკეთოს ერთი კანდიდატის სასარგებლოდ. არაოფიციალური ინფორმაციით, კანდიდატთა შორის ასევე დასახელებულები არიან აშშ-ის დაზვერვის ყოფილი კონტრაქტორი ედვარდ სნოუდენი, 16 წლის პაკისტანელი აქტივისტი მალალა იუსუფზაი და რომის პაპი ფრანცისკ პირველი.

loading...
ADMIN 942 0 2014-03-11
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css