navigacia
...


დიანა ღურწკაია და ხოსე კარერასი პარაოლიმპიადას დახურავენ


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ოლიმპიადის შემდეგ, ტრადიციულად იმართება პარაოლიმპადა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენების ოლიმპიური თამაშები. ეს ასპარეზობა სოჭში ოლიმპიადის დასრულებისთანავე დაიწყო და დღეს დაიხურება. დახურვის ცერემონია გრანდიოზულად აქვთ ჩაფიქრებული და „ფიშტის“ სტადიონზე ცნობილი მომღერლები შეასრულებენ სიმღერებს. მათ შორის იქნებიან ხოსე კარერასი და დიანა ღურწკაია, რომელიც ჰიმნს მღერის. დიანა აქტიურად არის ჩართული ორივე ოლიმპიადის მსვლელობაში. როგორც ცნობილია, ქართველი შემსრულებელი მომღერლობის გარდა საზოგადო მოღვაწეც არის, რუსეთში გამუდმებით იბრძვის უნარშეზღუდულთა უფლებებისთვის. 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით პრეზიდენტთან არსებული უნარშეზღუდულთა საქმეების კომისიის წევრად აირჩიეს. შესაბამისად, არც პარაოლიმპიადაზე დიანას გამოჩენა გაჰკვირვებია ვინმეს და არც ის, რომ ის დახურავს სწორედ ამ ღონისძიებას.

loading...
ADMIN 1187 0 2014-03-16
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css