navigacia
...


მცენარეები, რომლებიც თქვენს სახლში სიყვარულს შემოიტანენ


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ოთახის მცენარეების მოყვარულებს ეს ინფორმაცია ძალიან გამოადგებათ. არსებობს მცენარეები, რომლებსაც განსაკუთრებით დადებითი ენერგეტიკა აქვთ და სახლში სიყვარულისა და სიმყუდროვის შემოტანაც კი შეუძლიათ.

1. სპატიფილუმი (ცნობილია კიდევ, როგორც ''ქალური ბედნიერება''). ამ მცენარეს თუ შინ შეიტანთ და მარტოხელა ხართ, აუცილებლად იპოვით მეორე ნახევარს. ახალგაზრდა ოჯახურ წყვილებს კი აუცილებლად მატება ექნებათ.

2. ია. სახლში, სადაც ეს ყვავილი ხარობს, ნაკლებად ჩხუბობენ. ამ ყვავილს ბევრი მიიჩნევს ასევე მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ.

3. ლანცეტისებური ჰოია (სუროს ერთ-ერთი სახეობა). ზოგიერთ ქვეყანაში ჰოიას ერთ-ერთ სახეობას, კერის, ვალენტინობის დღესასწაულზე ჩუქნიან ერთმანეთს. ყველაზე კარგად მოქმედებს ოჯახურ ბედნიერებაზე, მით უმეტეს, თუ საძინებელში იქნება მისი ქოთანი.

4. მირტუსი. ამ მცენარეს შეუძლია, თქვენი ქორწინება იღბლიანი გახადოს, მოწიფულ ოჯახში კი სიმშვიდე და ბედნიერება მოაქვს. ბევრ ქვეყანაში ამ მცენარეს კარგ საჩუქრად მიიჩნევენ ახალდაქორწინებულებისთვის.

5. ოქსალისი (მჟაუნა). თუ გსურთ სიყვარულის პოვნა ან ოჯახის შენარჩუნება, აუცილებლად გაახარეთ სახლში ეს მცენარე.

6. ქლოროფიტუმი. ხალხში ამბობენ, რომ ამ ოთახის მცენარეს ოჯახში სიმშვიდე და ბედნიერება მოაქვს.

7. კენაფი, ანუ ჰიბისკუსი (ბალბისებრთა ოჯახის მცენარე) ვნებიანი სიყვარულის წყარო ყოფილა. ის ასევე მიიჩნევა ოჯახური ბედნიერების სიმბოლოდ და მცველად.

8. აიქრიზონი. ხალხში მას ''სიყვარულის ხესაც'' უწოდებენ. სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ მას სახლში ბედნიერება და სიყვარული მოაქვს.

9. ანტურიუმი (''მამაკაცის ბედნიერება''). ამ მცენარეს განსაკუთრებული ბედნიერება და წარმატება მოაქვს მამაკაცებისთვის, მათ მამაკაცურ ძალას სძენს.

10. კალათეა. ეს მცენარეც ოჯახური ბედნიერების მცველად და სიმბოლოდ მიიჩნევა.

loading...
ADMIN 3130 0 2014-03-20
4.0/5 из 4

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css