navigacia
...


ევროკომისიამ საქართველოს მიერ GSP+ რეჟიმის ფარგლებში გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასა


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

საქართველოს მიერ „GSP+“ (ევროკავშირის პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა) რეჟიმის ფარგლებში გაწეული საქმიანობა შეაჯამა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. მისი განცხადებით, ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ 27 ძირითადი საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირებისა და ეფექტურად განხორციელების კუთხით გაწეული სამუშაო.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, „GSP+“ რეჟიმი ხელს უწყობს განვითარებად ქვეყნებს, მეტი შემოსავალი მიიღონ საერთაშორისო ვაჭრობიდან. ის უზრუნველყოფს სატარიფო ხაზების 66%-ზე მოსაკრებლის სრულ გაუქმებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადია ეკონომიკური დივერსიფიკაციის და იმპორტის მოცულობის კუთხით. აღნიშნულის სანაცვლოდ, ბენეფიციარმა ქვეყნებმა უნდა მოახდინონ 27 ძირითადი საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირება და ეფექტური განხორციელება.

საქართველო „GSP+“-ის რეჟიმის ბენეფიციარი 2005 წლის ივლისს გახდა. აღნიშნული სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველო სარგებლობს უფლებით ევროკავშირში პრეფერენციებით შეიტანოს 7,200 დასახელების პროდუქტი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა „GSP+“-ის რეჟიმის ბენეფიციარი სახელმწიფო, ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2005-2015 წლებში საშუალოდ 19 პროცენტი დაფიქსირდა. მისი თქმით, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) მიუხედავად, ქართველ ექსპორტიორებს არ ეზღუდებათ „GSP+“-ის რეჟიმით სარგებლობა, რომელიც 2016 წელის ბოლომდეა გაგრძელებული. აღსანიშნავია, რომ DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში მოხვდა ისეთი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, რომელიც ვერ სარგებლობდა „GSP+“-ის რეჟიმით, მაგალითად, ღვინო, ყველი, ცოცხალი ცხოველები, ცხვრისა და თხის ხორცი, პომიდორი, მატყლი და სხვ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადევით, ევროკავშირმა დადებითად შეაფასა გაეროს კონვენციების შესაბამისად საქართველოს მიღწევები შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებების დაცვა; შრომითი უფლებები; გარემოს დაცვა; კარგი მმართველობა.

loading...
deeviil1 981 0 2016-02-02
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css