navigacia
...


რით ემუქრება კაცობრიობას ახალაღმოჩენილი ალმასის პლანეტა?


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ადამიანისთვის სამყარო კვლავაც ბოლომდე ამოუცნობი და შეუსწავლელი რჩება და უამრავ გამოცანას შეიცავს. კოსმოსის შესწავლისას მეცნიერებს არაერთი უჩვეულო რამ აღმოუჩენიათ. ერთ-ერთი მათგანი ე.წ. ალმასის პლანეტაა, რომელიც თურმე გარკვეულ საფრთხეს შეიცავს კაცობრიობისთვის, ოღონდ ძალიანაც ნუ შეშფოთდებით, ეს საფრთხე არც ისეთი დამღუპველია, როგორც შეიძლება, ერთი შეხედვით ჩანდეს. მეცნიერებმა 700-მდე პლანეტა შეისწავლეს, რომლებიც ჩვენი მზის სისტემის ფარგლებს გარეთ მდებარეობს. ერთ-ერთი მათგანი, ბოლო დროს აღმოჩენილი PSR J1719-1438 b, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ალმასისგან შედგება. თუ კაცობრიობა ოდესმე მიაღწევს იქამდე და კოსმოსურ ხომალდს ტონობით ალმასით შეავსებს, ეს ძვირფასი ქვა უბრალოდ გაუფასურდება. გარდა ამისა, როგორც ერთ დროს ოქროს ციებ-ცხელებამ მოიცვა ადამიანები, ისე შეიძლება დაიპყროს მათი გონება „ალმასის ციებ-ცხელებამ“ და ყველამ ერთდროულად მოინდომოს ალმასის პლანეტაზე გამგზავრება და გამდიდრება. კიდევ კარგი, ამის გაკეთება, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე იოლია. სხვათა შორის, ასევე ცოტა ხნის წინ იპოვეს მეცნიერებმა წვიმის უშველებელი ღრუბელი, რომელიც გალაქტიკაში დაფრინავს. მისი ზომები 100-ათასჯერ აღემატება მზის ზომებს, მოცულობით კი 140-ტრილიონჯერ მეტია, ვიდრე დედამიწაზე არსებული წყლის მარაგი.

loading...
ADMIN 1004 0 2014-03-16
3.0/5 из 1

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css