navigacia
...


ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადებები


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ბუნდოვანი ხედვა, ლაქები, შუქებზე მომატებული მგრძნობელობა – ყოველივე ეს ის ზოგადი თვალის ჩივილებია, რომლებიც თვალის პრობლემების ადრეულ ნიშნებზე მიგვითითებს. თვალის უამრავი დაავადება არსებობს, ზოგიერთი მათგანი ქვემოთაა მოცემული და მსგავსი სიმპტომების აღმოჩენისას აუცილებელია ოფთალმოლოგს მიაკითხოთ. დალტონიკის ტესტი დაახლოებით მამაკაცების 10% დალტონიზმის დაავადებით იბადება. ჩაიტარეთ ტესტი ამ სურათით. თუ უკიდურეს მარცხენა სურათზე ციფრ “3″-ს ხედავთ დალტონიზმის პრობლემა არ გაწუხებთ, ხოლო თუ მასზე ციფრი “5″-ს ამჩნევთ, დროა ექიმს გაესინჯოთ. შეფერადებული სათვალეები დალტონიკებს ფერების უკეთ აღქმაში ეხამრება.
ახლომხედველობა
დაახლოებით 33% ამერიკელებისა შორს მყოფ საგნების დანახვის პრობლემა აქვთ. რისი გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს: მემკვიდრეობითი გავლენა, ხანგრძლივად, წიგნების თვალთან ახლოს კითხვა. ტელევიზორის, მონიტორის ახლო მანძილიდან ყურება. სიბეცე შეიძლება განიკურნოს მხედველობის სათვალით ან რიგ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევით.
შორსმხედველობა
უმეტესობა ადამიანებისა იბადება საშუალო შორსმხედველობით. შორსმხედველობა მემკვიდერეობითიც შეიძლება იყოს და ახასიათებს შემდეგი პრობლემები: ბუნდოვანი ხედვა ახლო მანძილზე, თვალის დაძაბულობა, თავისტკივილი. ის ასევე სათვალით ან ქირურგიული ჩარევით შეიძლება განიკურნოს.
“ასაკიანი თვალი”
40 წლის ზემოთ ადამიანებში თვალის ლინზა ნაკლებად პლასტიკური ხდება, ვერ იცვლის ფორმას ადვილად, რაც ფოკუსირებას აძნელებს. პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა საკითხავი სათვალე, რომელიც აუმჯობესებს როგორც ახლო ასევე შორს მხედველობას.
ასტიგმატიზმი
ამ დროს თვალებს ნებისმიერ მანძილზე უჭირს ფოკუსირება. სინათლის სხივები, ნაცვლად იმისა, რომ ერთ წერტილში მოხვდეს, ბადურის სხვადასხვა წერტილებში იფანტება, რაც ართულებს მხედველობას. კონტაქტური ლინზები ან სათვალეები ეხმარება პრობლემის გადაჭრას. ასტიგმატიზმმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, დაღლილობა და თვალის დაძაბვა.
დალაქავებული მხედველობა
ასაკთან დაკავშირებული, დალაქავებული მხედველობისას ზიანდება ცენტრალური მხედველობა, ჩნდება მუქი ფერის ლაქები მხედველობის ცენტრში. ასეთი პრობლემები ძირითადად აქტუალურია 60 წელს გადაცილებულებში, მწეველებსა და მაღალი არტერიული წნევის მატარებლებში.
დიაბეტური მხედველობის დაქვეითება
პირველი და მეორე ტიპის დიებეტმა შეიძლება გამოიწვიოს ნაწილობრივ მხედველობის დაკარგვა. უკიდურეს შემთხვევებში სიბრმავეც. ამ დროს ზიანდება თვალის გუგაზე არსებული უწვრილესი სისხლძარღვები, რაც იწვევს ბუნდოვან ხედვას, ლაქებს, ჩრდილებს ან ტკივილს თვალის არეში. დიაბეტიან პაციენტებს სჭირდებათ ყოველწლიური თვალის გამოკვლევები. პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესო გზა არის სისხლში შაქრის შემცველობის კონტროლი.
კატარაქტა
ასაკი თვალებზე უარყოფითად მოქმედებს. 80 წლის ასაკში, მოხუცების უმრავლესობას უჩნდება კატარაქტა, ანუ თვალის ლინზის “დაღრუბვლა”. დიაბეტი, მოწევა და მზის ულტრაიისფერი სხივები ამ დავადების გაჩენის რისკებს ზრდის. ამ დროს ეფექტურია ქირურგიული ჩარევა, რომელიც დაღრუბლული ლინზის, ახალი ხელოვნური ლინზით ჩანაცვლებას გულისხმობს.
მშრალი თვალი
ცრემლები წარმოადგენს თვალის დამატენიანებელს. ცრემლის ნაკლებობის შემთხვევაში იზრდება ტკვილი და ჩნდება სხვადასხვა თვალების პრობლემები. ადამიანებს, რომელთაც მსუბუქი თვალის სიმშრალე აწუხებთ სპეციალური ხელოვნური ცრემლის წვეთები შეიძლება შვების მომგვრელი არმოჩნდეს მათთვის.
თვალის მოვლა
ყველას სჭირდება რეგულარული თვალის ვარჯიშები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ მემკვიდრეობით ოჯახის წევრებს მხედველობის პრობლემები აწუხებდათ. დაიცავით თვალები მზის გამოსხივებისგან. რეგულარული დასხივება ულტრავიოლეტური სხივებისა იწვევს კატარაქტას. ადამიანები ღია ფერის თვალებით უფრო მგრძნობიარეები არიან სინატლის მიმართ, ამიტომ აუცილებელია სათვალის გამოყენება, რომელიც ულტრავიოლეტურ სხივებს ბლოკავს. კვებას მხედველობისთან დიდი კავშირი აქვს. სტაფილო, ისევე, როგორც ისპანახი, თხილი, ფორთოხალი, თევზი და სხვა ჯანსარი პროდუქტი ძალიან სასარგებლოა თვალების ჯანმრთელობისთვის. მხედველობის გასაუმჯობესებლად, მიიღეთ საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს, ბეტა კაროტინებს, C, E ვიტამინებს.

loading...
slotgio 3091 0 2017-06-07
5.0/5 из 3

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css