navigacia
...


საახალწლო გარდერობი - როგორი იმიჯი მოვირგოთ ცხენის წელთან შესახვედრად


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ დამდეგი 2014 წელი, რეალური "დიასახლისის" სტატუსს მიმდინარე შავი გველის წელიწადს, მხოლოდ იანვრის ბოლოს ჩამოართმევს, საახალწლო გარდერობის უმთავრეს ტენდენციად კვლავ რჩება გასული სეზონის აქტუალური ტრენდი – მძივებითა და ბრჭყვიალა ბისერებით გაწყობილი სამოსი. ამიტომ ახალი წლის ღამეს, ნებისმიერი მოდური ქალის "აუტფიტში" სასურველია, რომ ამგვარი "კაშკაშა" დეტალები ფიგურირებდეს. ცხენი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ინტელექტის, პიროვნული სიძლიერის, სასიცოცხლო პოტენციალისა და ნებისყოფის სიმბოლოა, ამიტომ ასტროლოგების აზრით, ახალი წლის დღეებში სასურველია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ნატურალური მასალისგან დამზადებული სამოსი და აქსესუარები. ამასთან ერთად, კი უპირატესობა მივანიჭოთ ბუნებრივ ტონალობას. რეკომენდირებულია, აბრეშუმის, ატლასის, ან შიფონის ტანსაცმელი. ფერებიდან ჭაობისფერი, მოყვითალო-ხორბლისფერი, ღია რძისფერი, ყავისფერი ან მოცისფრო-მონაცრისფრო გამა აჯობებს რომ სჭარბობდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ჯიშიან ცხენებს მფლობელები ყოველთვის რთავდნენ ლამაზი საშუბლითა და აღვირით, ახალი წლის ღამეს ერთ-ერთი აქტუალური ტენდენცია იქნება სხვადასხვა სახის თავსამკაული, რომელიც სასურველია ლამაზი ბისერებით ან ქვებით იყოს მორთული. ზოგადად ცხენის წელში აქსესუარების (კერძოდ სამაჯურების) სიმრავლეა მიზანშეწონილი. ამიტომ, თამამად შეგიძლიათ ატაროთ ნებისმიერი ფორმისა თუ ფერის სამაჯურები. რაც შეეხება თავად სამოსის ფასონსა და სილუეტს. ასტროლოგები გვირჩევენ, ახალი წლის ღამეს, არ ვატაროთ ზედმეტად ზურგამოღებული ან დეკოლტირებული სამოსი. ცხენი იდუმალებით მოცული ცხოველია, შესაბამისად, ქალბატონებსაც მოეთხოვებათ მისი ბუნებიდან გამომდინარე, გარკვეული პიკანტურობა და იდუმალება შეინარჩუნონ სამოსში. კიდევ ერთი აქტუალური ტრენდი საახალწლო აუტფიტში ეს არის ე.წ. "მაქსი" სტილის კაბები. აქედან გამომდინარე, მათ ვინც განსაკუთრებული აღნაგობით ან ლამაზი ფეხებით ვერ მოიწონებს მაინცდამაინც თავს, შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი იმიჯი მაქსი სტილის ქვედაბოლოსა და ბზინვარე ელემენტებით გაწყობილი ტოპის მეშვეობით გამოკვეთონ. ხოლო შარვლების განსაკუთრებული სიყვარულით გამორჩეულ ქალბატონებს, ასტროლოგები მბრწყინავი კილიტებით გაწყობილი ან დაპრინტული, ვიწრო შარვლის ჩაცმას ურჩევენ რძისფერი, თეთრი ან მოცისფრო-მტრედისფერი ტოპის, მოსაცმელის ან ბეწვის ქურქის თანხლებით

loading...
slotgio 1177 0 2013-12-16
5.0/5 из 1

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css