navigacia
...


ღალატი!....


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ქმრის ან საყვარელი ადამიანის ღალატი ერთერთი ყველაზე მძიმე გამოცდაა ქალის ცხოვრებაში. მამაკაცების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ეს მეტად აღარ მოხდება. რომ ეს უკანასკნელი იყო. უნდა დავუჯეროთ თუ არა? რამდენად შეძლებთ მის შეკავებას მომავალში? თუ თქვენი საყვარელი მამაკაცის ღალატის შესახებ გაიგებს თქვენი დედა ან მეგობრები, მაშინ განაჩენი მეტად მკაცრი იქნება - მისი ნდობა აღარ შეიძლება, უნდა მიატოვო!!! ძველი ანდაზა ღაღადებს სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო. არსებობს რამოდენიმე ნიშანი, რომლის მიხედვითაც თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ კიდევ გიღალატებთ თუ არა თქვენი პარტნიორი. მისი ღალატი იყო უბრალოდ წუთიერი გატაცება, თუ ძლიერი გრძნობის შედეგი. რა თქმა უნდა ემოციური დამოკიდებულება უფრო საშიშია თქვენთვის, ვიდრე მხოლოდ ვნება. თუ თქვენი მეგობარი მამაკაცი ზედმეტად გართული იყო ახალი ურთიერთობით და მხოლოდ თქვენი ზეწოლის შედეგად დაგიბრუნდათ, მაშინ სავსებით შესაძლებელია, რომ ცოტა ხანში ისევ მას დაუბრუნდეს. ეს იძულებითი განშორება მის სხვისადმი სიყვარულს უფრო გაამძაფრებს. თუ ის თავად გამოგიტყდათ ღალატში, მაშინ ე.ი. სინდისი აწუხებს და ამის გამო იტანჯება. თუ მისი ტანჯვა რეალურია და არა მოჩვენებითი, მაშინ შეგიძლიათ ბოლომდე ენდოთ მას, ის აღარ გიღალატებთ. თუ ის არ მუშაობს თავის თავზე, არ ეძებს კომპრომისს და პრობლემის გადაჭრის გზას, თუ ის არ ცდილობს, რომ შეცვალოს სიტუაცია, მაშინ მზად იყავით მორიგი ღალატისათვის. თუ მან არაერთხელ გიღალატათ, მაშინ ეს პროცესი შეუქცევადი გახდება. ის სულ გიღალატებთ და გიღალატებთ. ამ შემთხვევაში თქვენი გადასაწყვეტია შეგიძლიათ ასეთ მამაკათან, თუ ვერა. ღალატის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენა. ფსიქოლოგების უმრავლესობა გვარწმუნებს, რომ ეს შესაძლებელია. ძალიან ბევრი წყვილის შემთხვევაში ღალატი არამარტო ამყარებს ნდობას, არამედ აძლიერებს კიდეც სიყვარულს. ბევრია ისეთი წყვილი, რომლებმაც მოახერხეს და ღალატის შემდეგ აღადგინეს ურთიერთობა და შეძლეს მათი კავშირის სხვა, უფრო მაღალ საფეხურზე გადაყვანა. ამისათვის თქვენ უბრალოდ უნდა შეძლოთ და აპატიოთ რჩეულს ღალატი. ეს კი ძალიან რთულია! დაკარგული ნდობის აღდგენაზე რთული არაფერია. ეს ნელი და ხანგრძლივი პროცესია. ეს იგივეა, რომ მთაზე მძიმე ქვა აიტანოთ. ერთი არასწორი მოძრაობა და ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ. ფსიქოლოგები გვრიჩევენ: 1) პირველ რიგში აღიარეთ ის ფაქტი, რომ გიღალატეს. ადამიანთა უმრავლესობა არჩევს, რომ აარიდოს თავი ზედმეტ ნერვიულობას და ერთგვარ სირაქლემას პოზას ირჩევენ ამა თუ იმ პრობლემის დროს. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ყურადღებას არ მიაქცევენ ქმრის ღალატს, ამით ოჯახს შეინარჩუნებენ. სინამდვილეში ამით პრობლემა უფრო მძიმდება და დადგება დრო, როცა ურთიერთობის შენარჩუნება შეუძლებელი გახდება. 2) შეეშვით დადანაშაულებას. როგორც არ უნდა რთული იყოს თქვენთვის, არ შეახსენოთ თქვენს რჩეულს, რომ ის მოღალატეა. ამის მაგივრად აუცილებლად გაარკვიეთ ღალატის რეალური მიზეზი. წყვილმა უნდა გაარკვიოს რატომ მოხდა ეს, რათა მომავალში თავიდან აიცილონ კიდევ ერთი შემთხვევა. 3) გაარკვიეთ ღალატის მიზეზები. თქვენ და თქვენმა მეგობარმა გაარკვიეთ ეს ყოველგვარი დადანაშაულების გარეშე. ხშირად ოჯახური ცხოვრება იმდენად დატვირთულია, რომ ღალატის წინა, საგანგაშო სიგნალები შეუმჩნეველი ხდება. შეეცადეთ გაიგოთ რა უნდა და რას ითხოვს თქვენი პარტნიორი. თუ წყვილი ერთმანეთის სატკივარს და სიხარულს გაიზიარებს ღალატის ჩადენის შანსი მეტად შემცირდება. 4) ყურადღებით მოეკიდეთ ერთმანეთს. შეეცადეთ შეცვალოთ თქვენში ის, რაც არ მოსწონს პარტნიორს. შეეცადეთ აჩვენოთ მოღალატე მამაკაცს თქვენი ის თვისებები, რაც მას მოსწონს. არაა აუცილებელი ეს მხოლოდ სიტყვებით გააკეთოთ. შეგიძლიათ გაუკეთოთ მას პატარა საჩუქრები, ხშირად დაურეკოთ, უფრო ყურადღებით მოექეცით. ოღონდ მთავარია არ გადაამლაშოთ და თავი არ მოაბეზროთ ზედმეტი ზარებითა და შეკითხვებით. ზომიერება ყოველთვის და ყველაფერში კარგია. 5) დააბრუნეთ რომანტიზმი თქვენს ურთიერთობაში. გაიხსენეთ რამ მიგიზიდათ, რა მოგეწონათ ერთმანეთში, როცა პირველად შეხვდით ერთმანეთს. მეტი დრო გაატარეთ ერთად. გაუზიარეთ ერთმანეთს ოცნებები და მომავალ ცხოვრებასთან დაკავშირებული იმედები. ეს რჩევები ისე არ უნდა გაიაზროთ, თითქოს ქალს ულაპარაკოდ უნდა სჯეროდეს მოღალატე პარტნიორის ან შეეგუოს მის ახალ-ახალ თავგადასახლებს. თქვენმა მეგობარმა მამაკაცმა უნდა იცოდეს, რომ რამდენჯერაც გიღალატებთ, იმდენჯერ მოუწევს სიტუაციის ღრმა ანალიზი და დიდი შრომა ნდობის აღდენისათვის. უნდა ხვდებოდეს, რომ თქვენ ჩუმად და უმოქმედოდ არ შეხვდებით მის შემდგომ გატაცებას. თუმცა აქაც არ უნდა გადააჭარბოთ, რადგან ადამიანი, რომელიც ხვდება რომ უღალატეს ხშირად ვერ ეგუება ამას და პარტნიორს მუდამ საყვედურობს ამის გამო. ეს კი შეიძლება ურთიერთობის შეწყვეტის, ან თუნდაც ახალი ღალატის საფუძველი გახდეს. ამიტომ იყავით მომთმენი დაბრუნებულ და მონანიე მამაკაცთან. შეეცადეთ რამე ახალი შესძინოთ თქვენს ურთიერთობას და შეავსოთ ემოციური სიცარიელე. ამასთან აუცილებლად დაგჭირდებათ ფსიქოლოგთან კონსულტაცია, რადგან პრობლემის გააზრება გადაჭრის ტოლფასია.

loading...
slotgio 1066 0 2013-12-07
5.0/5 из 1

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css