navigacia
...


შემაძრწუნებელი ტრაგედიის უცნობი დეტალები: პაპიძის და და დედა მოკლულის ძმის დაკითხვას მოითხოვენ


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

“ნანუკას შოუში” მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე და დედა, ლია შამუგია საზარელი ტრაგედიის აქამდე უცნობ დეტალებს ასაჯაროებენ. მათ განცხადებებს უცვლელად გთავაზობთ:

ლანა პაპიძე (და): მაგდა დაკავების დროს სამი თვის ფეხმძიმე იყო. ორსულობა შეუწყდა ციხეში წამების გამო. ღამის სამის ნახევარზე ციხეში მაგდას ცელოფანი ჩამოაცვეს, ტანსაცმელი გახადეს, ხუთნი იყვნენ, ზურგზე დააგდეს, სახეში ურტყეს, ბოთლით აწამეს. მაგდას ფსალმუნების კითხვა დაუწყია. მერე მთავარი ბადრაგი შემოვარდნილა და უთქვამს, ხომ არ დაგავიწყდათ ვისი ცოლიაო, რადგნა ჩემი სიძე, ომარი შსს-ს წარმომადგენელი იყო, სტრუქტურაში მუშაობდა. ამ კაცს ჩაუცვამს მაგდასთვის ტანსაცმელი, ჩაუხუტებია და მშვიდ ადგილზე გადაუყვანია. მაგდამ იმის მერე ცოტა ხნით მეტყველება დაკარგა და ღუდუშაურში გადაიყვანეს. მერე ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ თირკმელები, მუცელი, სახის ძვლები დამტვრეული ჰქონდა. ამ ფაქტზე კი სისხლის სამართლის საქმე ჯერ არ არის აღძრული. მესამე დღეს მუცელი მოეშალა. იმ ღამესვე გამოაცხადეს საქმე გახსნილად და დახურულად. მაგდას ჩვენებიდან კი ჩანს, რომ საერთოდ არასდროს უღიარებია დანაშაული, პირიქით, აწვდიდა ინფორმაციას გამოძიებას.

ამ ტრაგედიის წინა დღეს მაგდა შვილთან ერთად მოვიდა ღამე ჩემთან, შაქარი მაქვს აწეული, ცუდად ვარ, შენთან დავიძინებო. მაგდამ რომ დაიძინა, ჩემმა სიძემ დარეკა. მე ვუპასუხე. ომარმა მითხრა, გორიდან გამოვედი, ბატალიონიდან, დამხვდეს მაგდა სახლში, ცუდად ვარო. წამოხტა მაგდაც და წავიდა. თითქოს ვგრძნობდი რაღაც რომ მოხდებოდა, ისე უცნაურად მიდიოდა დედა-შვილი.

მეორე დღის საღამოს ვერ ვნახე მაგდა, საქმე მქონდა, ღამე მობილური გათიშული მქონდა, დილით კი რომ ჩავრთე, უამრავი ზარი დამხვდა, მათ შორის მაგდასგან მესიჯი, ღამის ორის ოც წუთზე, როცა ჩართავ მობილურს, ეგრევე დამირეკეო. ასევე ბიძაჩემის მესიჯი დამხვდა, ცუდი ამბავია, მგონი ომარმა იჩხუბა და იქნებ მაგდასთან წახვიდეო.

ომარი ხშირად ჩხუბობდა. ჩემი სიძის ისეთ ჩხუბს შევესწარი ერთხელ, იქიდან მე და ჩემი და თუ ცოცხალი გამოვიდოდით არ მეგონა. დალევდა და შეურაცხადი ხდებოდა. გადაფომებული, დატენილი იარაღით დადიოდა უბანში. მაგრამ ჩემი და არასდროს უცემია. მაგდას კარგი ჩვევა ჰქონდა, თუ ომარი დალევდა, მაგდა ერიდებოდა.

ჩემი დის მესიჯია დედაჩემის მობილურში, რვის წუთებზე, იმ დღეს, ანკარაში მიწერა, ანგარიშზე არ მაქვს, მთელი ოქრო გაიტანა ომარმა, ვერ ვცნობ, ხელი მომიქნია, გავიდა სახლიდან, დაურეკე, დაბრუნდესო. დედა ორი თვე იყო წასული ანკარაში. საქმის კურსშია.

ლია შამუგია, (მაგდა პაპიძის დედა): იდეალური ოჯახი ჰქონდათ. უყვარდათ ერთმანეთი, ისე შექმნეს ოჯახი. ბოლო პერიოდი, ორ თვეზე მეტი, ომარისგან დიდ დაძაბულობას ვგრძნობდი. მაგდა პერიოდულად მირეკავდა, მეუბნებოდა, ვერ ვცნობ ომარს, სახლიდან ფული გააქვსო. მთელი წლის განმავლობაში ომარს ბანკიდან სესხი აქვს აღებული, მეზობლის ქალისგან სერიოზული ფულია აქვს ნასესხები, მაგდას ართმევდა ფულს და მაგდას ოქროული აქვს დალომბარდებული. ომარი არავის უხსნიდა ამას რატომ აკეთებდა.

მე და ომარის სატელეფონო საუბარი გვქონდა, რაც მაგდამ არ იცის. ომარიმ მთხოვა, არავისთვის მეთქვა, რომ ფული თავის ძმასთან დაკავშირებული პრობლემის გამო სჭირდებოდა. ძმამ ითამაშა, წააგო და უნდა დავეხმაროო, მითხრა. ძალიან ბევრჯერ უთქვამს მაგდას, ომარი რომ გადის, მეუბნება, სანამ არ მოვალ, არც დამირეკოო.

ჩვიდმეტი წელი მამის გარეშე გავზარდე ბავშვები. ჩემი მეუღლე მეთხუთმეტე სართულიდან, ძმაკაცის სახლიდან, სახურავიდან გადმოვარდა ნასვამ მდგომარეობაში.

ლანა: გადასაფარებელი, რომელზეც მაგდას დედამთილი ამბობს, რომ სისხლიანი გარეცხა მაგდამ მასთან, ჩემთან არის. დედამთილმა მომიტანა თვითონ. მაგდას სამოსი ვთხოვე და ეს მომიტანა. გავშალე ეს თეთრეული და ერთი ლაქაც არ არის. ყავის წვეთიც ტოვებს ლაქს, სისხლი კი არა. ექსპერტიზასაც არ წაუღია ეს თეთრეული. მაგდა ჰყვება ასეთ რამეს: ომარი სახლიდან ათის თხუთმეტ წუთზე გავიდა, 5 წუთში დაბრუნდა და იარაღი წაიღოო. თან დაუმატებია, დღეს ჩემი უბნიდან მანქანით გასვლა არ შეიძლებაო.

ექსპერტიზის პასუხები არ არის მოსული, როგორ არის გარდაცვლილი ომარი და ბავშვი. ჩემი და გამალებით უცდის ამ პასუხებს. დამნაშავე რომ იყოს, ასე არ დაუცდიდა.

რაც შეეხება ჩაქუჩს, ის ჩაქუჩი ჩემგან წაიღო, სხვენის დასაჭედად, ზამთრის მარაგი რომ არ მოეპარათ, რადგან მითხრა, მპარავენო.

მაგდა იმდენად ახლოს იყო ჩემთან, არ გამომეპარებოდა სხვა მამაკაცთან, კერძოდ კი, ოთარ ბერძენიშვილთან რომ ჰქონოდა ურთიერთობა. (როგორც მეზობლები ამბობენ, ბერძენიშვილი მონასტერშია ამ ამბის მერე წასული. მათ არაფერი გაუგიათ მაგდას და ოთარის ურთიერთობაზე მანამდე). მე პირადად ამ პიროვნებას არ ვიცნობ, მაგრამ მაგდასთან მყავს ერთხელ ის სამსახურში ნანახი.

ლია შამუგია: ომარის არ გამოეპარებოდა ეს ამბავი და რომც გამოპარვოდა, არაფერ შუაშია ეს ამბავი ამ მკვლელობასთან, რადგან სხვა დეტალები იკვეთება.

ლანა: ისე უყვარდა ბავშვი მაგდას, რომ ერთ ისტორიას მოგიყვებით, რაც მაგდასგან ვიცი. ერთ დღეს მაგდა და თორნიკე (ბავშვი) გაჩერებაზე იდგნენ. ბავშვს და მაგდას ჭიანჭველები ააცოცდათ. თორნიკეს ისე შეეშინდა, კივილი დაიწყო. ეს ჭიანჭველები რომ არ მოეკლა მაგდას, სათითაოდ მოაცალა. ფსიქოლოგმა ეს რომ გაიგო, ასეთი ფსიქიკის გოგო ვერანაირად ჩაიდენდა ამ ამბავსო.

ბავშვს ბლაგვი საგანი აქვს ჩარტყმული. სილურჯე ჰქონდა მთელ სახეზე. ბავშვის მკვლელობა არ იყო გამიზნული. ალბათ ბავშვმა ამოიცნო ვიღაცის სახე და იმიტომ მოკლეს. მთელი ღამე ტირის თურმე მაგდა და იქაც არ მატირებენ, მიკაკუნებენ, გაჩუმდიო.

ლია შამუგია: რატომ დავუჯერო იმ დედას, რომელსაც შვილი სცემდა? ერთი კვირით ადრე ჰყავს ომარს დედა ნაცემი ისე, რომ სისხლი სდიოდა თურმე. სიგარეტზე წაუსწრია. მაგრამ მაგდას არ სცემდა. ომარის ძალიან უყვარდა მაგდა.

ბავშვის და მამის გარდაცვალებას შორის ოთხი საათია სხვაობა. ომარი ათის წუთებზეა მკვდარი, ბავშვი ღამის სამ საათზეა გაგუდული. ჯიხურის დაბლა ეგდო, ტუჩები ჰქონდა დაჭმული. დავხედე თუ არა ბავშვს, იმ წუთას ვიფიქრე რომ ეს კაცის ხელით იყო გაკეთებული, ისეთი დალურჯებული ჰქონდა სახე და სისხლიანი ტუჩები. საფეთქელი დალურჯებული…

ლანა: მაგდა ყვება, ბავშვს ვერ ვპოულობდიო, სისხლიანი ხელით შეირბინა სახლში, მანქანა ატარა, მეზობლებს ეძახოდა, ცხედარზე იყო დამხობილი და ბავშვი მერე იპოვეს ჯიხურის ძირში, მიგდებული.

ლია: ამას ის დედა გააკეთებდა, რომელსაც ღამეები აქვს გათენებული შვილისთვის?

ლანა: როგორ წმინდა ის ერთი ოთახი, რომელიც საერთო საცხოვრებელშია, დერეფნის ბოლოშია წყალი, დერეფანში სინათლე არ არის. როგორ გაწმინდა დედამთილის და მეზობლების წინ სისხლი, რომ ვერავინ გაიგო. ექსპერტებმა ასევე დაამტკიცეს, რომ ცხედარს სიკვდილამდე უნდა ეფართხალა. როგორ არ დატოვა მოკლულმა სისხლის კვალი თეთრეულზე?

დედამთილს ჩვენებაშიც უწერია, იმ ღამეს მაგდა იჯდა და ტელევიზორს უყურებდაო. ქმარ-შვლი დახოცა და ამას აკეთებდა? რატომ არ გაუჩნდა აზრი, რომ ქმარ-შვილს ელოდა და იმიტომ იჯდა.

ლია შამუგია: მე მოვითხოვ ომარის ძმის დაკითხვას. სად იყო იმ დროს. ის ერთი წლის მანძილზე სტამბულში იყო. სამი თვის გადაცილება ჰქონდა ვიზაზე. თურქეთში, კერძოდ ანკარაში მე ჩავიყვანე, რადგან მაგდამ მთხოვა, რომ დავხმარებოდი სამსახურის პოვნაში. რამდენიმე თვის მერე გადავიდა სტამბულში. ვგრძნობ რომ დიდი მფარველობა აქვს პროკურატურიდან და ომარის თანამშრომლებიდან ამ ოჯახს. ომარის ძმა ერთი წელი იყო სტამბულში, არადა სამი თვის მერე ვიზა გაუვიდა და ვერ დარჩებოდა. რას აკეთებდა იქ? თუ აქ ძმას არ ატერორებდა და ფულს არ აგზავნინებდა აქედან, როგორ ცხოვრობდა? გავიგეთ რომ სტამბულში ეძებენ მას. დაბრუნებულია თბილისში და აქ ცხოვრობს.

ლანა: ასეთი ამბავი მოხდა და ომარის ძმა მირეკავს, შენი დის ფოტოაპარატი მათხოვეო, მეუბნება. ძმის და ძმისშვილის მოკვლის მოტივაცია ასეთია-მახოს, მაზლს, ომარის ძმას, ჰყავდა მეგობარი გოგონა, რომელიც წესიერი ცხოვრებით არ გამოირჩეოდა. მახომ გადაწყვიტა ცოლად მოეყვანა. მაგდა დაუპირსპირდა ამ გოგოს. ამ გოგომ მიწერა მაგდას, რადგან მიპირისპირდები, ჯოჯოხეთად გიქცევ ცხოვრებასო. სტატუსებსაც ნახავთ იმ გოგოს, ფეისბუქზე, ოქტომბერში წერდა, არ მიცნობთ ჯერ კიდევო. მაგდას დედამთილთან მეგობრობდა ეს გოგო. ბევრი რამ არის დაუჯერებელი შეიძლება, მაგრამ ექსპერტიზის პასუხები ყველაფერს დაადგენს.

ლია შამუგია: არ ვარ ის დედა, მკველ შვილს თავზე ხელი გადავუსვა. მითუმეტეს, ისეთი სიძე და შვილიშვილი მყავს გარდაცვლილი, მაგრამ სხვა თემები იკვეთება, რასაც გამოძიება დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს, განზრახ მკვლელობის მუხლით.

19 დეკემბერს, ფერაძის ქუჩაზე, პაპიძის ქმარი, ომარ ქაფიაშვილი და პაპიძის შვილი, 5 წლის თორნიკე მოკლული იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, პაპიძემ ჩაქუჩით მიაყენა დაზიანება ქმარს, ხოლო

5 წლის შვილი პირზე ხელის დაფარებით გაგუდა.

მაგდა პაპიძის სასამართლო 10 თებერვალს გაიმართება.

loading...
ilia_karashvili 1160 0 2016-02-04
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css