navigacia
...


“ჯაჯანიძე დებილია თუ გათახსირებული, რას დაეძებ” – გია ჯაჯანიძის გულახდილი ინტერვიუ


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ უბედურებად?
– ცოცხალისთვის გარდაცვალებას, ადამიანი რომ გარდაიცვლება და ვერასოდეს რომ ვეღარ ნახავ.
უნარი (შესაძლებლობა) რომელსაც გინდათ, რომ ფლობდეთ?
– ძალიან მინდა ვიცოდე ფრენა, იცი რატომ, ყველაზე დიდი სიამოვნებაა, რაც განმიცდია – სიზმარში ვიფრინე. კვირაში 3-4ჯერ ან ხანდახან ყოველ ღამე სიზმარში ვხედავ, როგორ დავფრინავ.
როგორ გსურთ გარდაცვალება?
– ცოდვები მინდა, მოვინანიო და ისე გარდავიცვალო. მთავარია, მოვასწრო ზიარება.
თქვენი დევიზი?
– ჩემი დევიზები იცვლება ხოლმე. ეხლა არის სოლომონ ბრძენის „ესეც გაივლის“ და „გიყვარდეს სიცოცხლე, გახსოვდეს სიკვდილი“.
თქვენი მთავარი მიღწევა?
– ჯერ არა მაქვს მიღწეული, კიდევ რაღაცები უნდა გავაკეთო. მე ყოველთვის უკმაყოფილო ადამიანი ვარ, მუდმივად. არ ვარ უმადური, მაგრამ ვარ უკმაყოფილო. მაგალითად, ვარ საოცრად თვითკრიტიკული, ვიცი ჩემი ყველა ნაკლი.
რას შეცვლიდით თქვენში?
– ყველაფერს! დაწყებული ფიზიკურიდან და დამთავრებული მენტალობით, საერთოდ ყველაფერს.
როდის გრძნობდით თავს ყველაზე ბედნიერად?
– ძალიან უცნაურ ამბავს გეტყვი, არ მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი. მივდივარქუჩაში და ზუსტად მახსოვს, იწყებოდა გაზაფხული, ახალი აყვავებულია ხეები… მივდივარ ძალიან შორს, დგას სამი ალვის ხე, საიდანაც მზე ანათებს, თამაშობს. ამ ალვის ხეებს რომ შევხედე, აი, ასე იქიდან რაღაცა შემოვიდა, ისეთი შეგრძნება მქონდა გულის არეში, თითქოს რაღაც ჩაიღვარა. აი, იმის მერე იმ განწყობას არ დავუკარგივარ. ყოველი დღე მაქვს ბედნიერი.რომ ვდარდობ, ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ ვცოცხლობ! ჩემი ბედნიერება სიცოცხლეშია.
რაც გაგაჩნიათ, იმისაგან რას უფრთხილდებით ყველაზე მეტად?
– ურთიერთობებს. ადამიანებს ვუფრთხილდები.
ვიცი, ახლა რომ არავინ დამიჯერებს, ვიქნები გულწრფელი: დავუშვათ, ვიღაცამ facebook-ზე გამლანღა, შევდივარ მის გვერდზე, ვათვალიერებ, როგორ მეცოდება და როგორ მიყვარს, იცი?! ვკითხულობ რა სტატუსი დადო, როგორ აზროვნებს და მერე აი რაღაცა მიყვარდება და, დედას გეფიცები, ძალიან მინდა, რომ შევხვდე და ვუთხრა – რატომ გაქვს აგრესია, რას დაეძებ, ჯაჯანიძე გიჟია თუ დებილი, თუ გათახსირებული, რას დაეძებ, მიხედე შენ თავს და იყავი ბედნიერი!
ადამიანის მოსმენაზე ვგიჟდები, მის ცხოვრებაზე და ისტორიაზე. ადამიანები ჩენთვის არიან წიგნები. ყველაზე უინტერესო ადამიანიც საინტერესოა. ჭიათურაში მომხდარ ერთ ისტორიას მოგიყვები – სიცივეა, თოვლი, სახლიდან უნდა გავიდეს მამაჩემი და დედაჩემი, რომ გაკვალონ ეს თოვლი და სკოლაში წავიდე, სადღაც ვარ მე-9 კლასში, დილაა, მეზარება სკოლაში წასვლა, ვზივარ და ვწერ ლექსს. შინაარსს გეტყვი: თითქოს სურნელოვან ბაღში დავდივარ და სულ ფერად-ფერად ვარდებია, როგორ იშლებიან ნელ-ნელა და აღვწერ, როგორ მშვენიერ ბაღს, იცი? აი, ეს დილა გათენდა, ეს არის ყველაზე საუკეთესო დილა ჩემს ცხოვრებაში. ანუ ისეთი შეუსაბამო შეგრძნება მქონდა და ეს გადმოვიტანე – მაშინ მივხვდი, რა უცნაურია ადამიანი.
რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
– აღარაფრის აღარ მეშინია! ადამიანის მზაკვრობის და კეთილი ადამიანების – სიკეთეს რომ გაგიკეთებენ და წამოძახებენ. ამას ქვია აგატოფობია.
ოქროს თევზი გაშვების ნაცვლად, სამ სურვილს გისრულებთ. რას სთხოვდით?
– სამოთხე დედამიწაზე, სამოთხი იმიტომ რომ, აღარ იქნება ბოროტება, შური, ღვარძლი, მკვლელობა, ძარცვა და ადამიანები იცხოვრებენ ბედნიერებაში.
როგორ შემთხვევებში იტყუებით?
– ყველა შემთხვევაში ვიტყუები.- ეხლაც?
– ხანდახან. ნაწილ-ნაწილ ვიტყუები. რა არის იცი, ჩემს ცხოვრებაში ადამიანი არ მომიტყუებია არც ფულში, არ დავპირებივარ არაფერს, მერე რომ ვერ შემესრულებინა… არ მომიტყუებია სიყვარულში. დანარჩენი სულ ვიტყუები, ოღონდ ჩემს ტყუილს არ ქვია ტყუილი, მე ვარ ფანტაზიორი.
სამი საყვარელი მწერალი?
– ძალიან მიყვარს გამსახურდია, ამირეჯიბი, ძალიან დიდხანს ვკითხულობდი თაგორს, ალბათ, ჩემს სულს ვპოულობ მასში, შეგრძნებებს მიმძაფრებს და ძალიან ახლოს არის ჩემთან. ეხლა ვკითხულობ ბერდიაევს. ადრე მიყვარდა კიდევ ფელეტონები, მოლა ნასრედინი მაქვს წაკითხული მთლიანად. როცა მინორულ განწყობაზე ვარ, სახარებას ვკითხულოფ ხოლმე. კიდევ 20 წლამდე ვკითხულობდი ზღაპრებს. სხვათაშორის, ამ ზღაპრებს ვაბრალებ ჩემს ფანტაზიას, და კიდევ არ ვიცი რატომ გამახსენდა, მაგრამ ძალიან მიყვარდა ინდური ფილმები, ეხლა მივხვდი რატომ, სულ სიკეთე იმარჯვებდა.
ყველაზე ადვილად, რა მინუსების პატიება არ შეგიძლიათ ადამიანისათვის?
– ყველაფერს ვპატიობ. ალბათ, ვერ ვაპატიებ ქვეყნის ღალატს. ქვეყნის ღალატით მგონია, რომ ღმერთს ღალატობ. მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს და იძახდა, რომ ღმერთო აპატიე, რამეთუ, არ იციან, რას სჩადიანო. ანუ ყველაფრის პატიება შეიძლება. რა თქმა უნდა, ღმერთის გმობის გარდა.
საყვარელი ფერი?
– ყველა ფერი მიყვარს.
საყვარელი კომპოზიტორი?
– ჩემი პირველი მუსიკა რაც მახსოვს და რაც დამრჩა, პირველად ვნახე ჩონგური და ჩონგურზე დაკრული მოვისმინე – ეს სიმღერა იყო „გემი გაცურდა“. მერე მოვისმინე აკოროდეონი. ძალიან მიყვარდა აზიური მუსიკა, 24 საათი მქონდა ჩარტული რადიო. მიყვრადა კლასიკაც. არ ვარ მიჯაჭვული ადამიანი. მიყვარდა ფანოღები. მიყვარს გემოვნებიანი სიმღერა და უგემოვნოც. უგემოვნოს ეძახიან ახლა დოლ-გარმონზე დაკრულს. მყავს ახლობელი კომპოზიტორი, ძალიან ნიჭიერი და ვეკითხები, აი, შემიძლია უსასრულოდ ვუსმინო კლასიკურ მუსიკს და მერე ბაზრობაზე შევჩერდე, ვითომ ვათვალიერებ რაღაცას და ვუსმინო იქ გაჟღერებულ სიმღერას… რას ნიშნავს-მეთქი ეგ და ეტყობაო, რომ მრავალწახნაგოვანი ხარო, ყველა ჟღერადობა შენთვის რაღაცას ნიშნავსო.
საყვარელი ლიტერატურული გმირი?
– მოლი ფლენდერსი
საყვარელი გმირი რეალურ ცხოვრებაში?
– იყო პერიოდი, როცა მე მშიოდა და ადამიანები მაჭმევდნენ, ტანსაცმელს მჩუქნიდნენ, მემგონი, სიკეთე გმირობაა. ყველა კეთილი ადამიანი არის გმირი. არ მინდა შევეხო იმ ტრაგედიას, რაც დღეს საქართველოში მოხდა, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მივიდნენ მანდ იმიტომ, რომ უნდა მისულიყვნენ, ეზარებოდათ, მაგრამ მივიდნენ. ეს არის გმირობა.
ღმერთთან პირისპირ მოხვედრისას, რას ეტყვოდით მას?
– მაპატიე ყველა ცოდვა.


ბოლოს ვკითხე გიას, ინტერვიუში რამდენი პრონცეტით მოიტყუა და მან მიპასუხა:
– იცი, რა არის, გულწრფელი ვიყავი და ცოტა უცნაური განცდა მქონდა, არ მინდოდა, რომ დამთავრებულიყო. ინტერვიუს დროს, როცა ვსაუბრობ, ჩემ თავს ვიცნობ ხოლმე.

loading...
ilia_karashvili 1158 0 2015-06-24
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css